Saturday, September 18, 2010

სიკვდილი რეცეპტით















მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ არკადი მამონტოვს ძალიან მძაფრი და საჭირო ფილმისთვის Трафик - трагедию зовут Коаксил (ტრაფიკი - ტრაგედიას ეწოდება კოაკსილი), რომელიც რუსეთში სამედიცინო პრეპარატი "კოაკსილის" ყიდვა-გაყიდვასა და მის მოხმარებას ეხება, ხოლო ეძღვნება ყველა იმ ახალგაზრდას, რომლებიც ამ პრეპარატის მოხმარების შედეგად დაიღუპა. ქალაქ სურგუტის სასაფლაოს 30%-ს სწორედ ეს ახალგაზრდები იკავებენ.

მადლობას ვუხდი კიდევ იმიტომ, რომ დროისა და ხარჯის ეკონომია გაგვიკეთა. გადამეტების გარეშე, არგუმენტებითა და ფაქტებით შეგვიძლია თამამად ვთქვათ ის, რომ საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში ანალოგიური სიტუაციაა და მამონტოვის ფილმისთვის მხოლოდ ქართული სუბტიტრების დადება თუ იქნება საჭირო. მადლობა იმისთვის, რომ ფილმში არ მიდის "ნარკომანების" საწინააღმდეგო კამპანია, არ ჟღერს ამ კამპანიის შესაბამისი მესიჯები. ფილმში აკრიტიკებენ სისტემას და სააფთიაქო ბიზნესს, რომელსაც სახელმწიფო პოლიტიკამ და კანონმდებლობამ ხელი გაუხსნა და რომელიც დღედაღამ გასცემს სიკვდილს რეცეპტით თუ ურეცეპტოდ.

მამონტოვის ფილმში ნათლად ჩანს, რომ ქალაქ მოსკოვის ერთ-ერთ აფთიაქში ერთი თვის განმავლობაში რეცეპტით მხოლოდ ერთხელ იქნა შეძენილი კოაკსილი. მაშინ, როდესაც ყველაზე პატარა აფთიაქიც კი თვეში რეცეპტის გარეშე, დაახლოებით, 300 ათას დოლარის კოაკსილს ყიდის წამალდამოკიდებულებზე.

საინტერესოა, რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში? ქართულ სააფთიაქო ბიზნესში? საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე? როდის უნდა მოწესრიგდეს სამედიცინო ბაზარი, რომელიც დღეს საბანკო სექტორივით მუშაობს და რომლის ესა თუ ის აფთიაქი ბანკის ფილიალს გაგონებს - მთავარია შემოსავალი!

ჩვენთან უკვე აქტიურად მოიხმარენ კოაკსილს (მას ხანდახან კოაქსინს, ან კოაქსილს უწოდებენ), მაგრამ არავინ ფიქრობს იმ უკუჩვენებებზე, რომელიც გარდაუვალია! ეს ჩემთან საუბრისას ჩემმა მეგობარმა, ნარკოლოგმა ზურა სიხარულიძემაც არაერთხელ აღნიშნა: "თქვენ ვერცკი წარმოიდგენთ თუ როგორი დამოკიდებულება შეიძლება ქონდეს ამ პრეპარატს და ყველა ის ვიდეორგოლი, რომელშიც ასახულია კოაკსილის მოხმარების უკუჩვენებები - მხოლოდ დასაწყისია. საშინელი დასასრულის დასაწყისი, რომელიც გარდაუვალია კოაკსილის ხანგრძლივი მოხმარების შედეგად."

მე მისი მჯერა.


Thursday, October 1, 2009

Looking for an Alternative


უნგრეთის სამოქალაქო თავისუფლების კავშირმა გადაიღო ფილმი საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის მდგომარეობაზე. ფილმის სათაურია "ალტერნატივის ძიებაში" და მისი ნახვა შეგიძლიათ შემდეგ მბულებზე:

http://drogriporter.hu/hu/georgia
http://www.vimeo.com/2330947
http://hub.witness.org/en/node/11277


ეს დოკუმენტური ფილმი საკმაოდ საინტერესო ფაქტებზე და ცნობილი საზოგადო თუ პოლიტიკურ მოღვაწეთა კომენტარებზე იგება.

ინფორმაციის წყარო - http://altgeorgia.ge / დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი.

ნაიარევი ხალხი


ნარკომანია, როგორც სოციალური სტიგმა და ნარკომანი, როგორც დისკრიმინაცია



არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ - საქართველოში 300 ათასამდე ნარკომანიაო! შესაბამისად, 300 ათასიდამნაშავე”, “კრიმინალი”, “ბოროტმოქმედი”... ბოლოს და ბოლოს, 300 ათასი პოტენციური გადამხდელი, რომელიც ბიუჯეტს იმაზე უკეთ ავსებს, ვიდრე კანონმორჩილი მოქალაქე კომუნალური გადასახადების დაფარვით მოახერხებდა. მას შემდეგ, რაც ნარკომანიაზე ზრუნვა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა გახდა, მერაბიშვილის უწყება კომერციულად მომგებიანი პროცესების მენეჯმენტს წარმატებით ახორციელებს – 2006 წლის 15 აგვისტოდან ნარკოტიკების მომხმარებელი ჯარიმის სახით 75 ლარის ნაცვლად 500 და 2000 ლარს იხდის...


ორი წელია შინაგან საქმეთა სამინისტრო წამალდამოკიდებულთა ხარჯზე სახელმწიფო ბიუჯეტს ავსებს, ჯანდაცვის სამინისტრო კი ამავე ბიუჯეტიდან წამალდამოკიდებულთა მკურნალობაზე მიზერულ თანხას გამოყოფს. მეტიც, 2008 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ პირველად გამოყო თანხები ჩანაცვლებითი თერაპიის დასაფინანსებლად. გამოდის, რომ წამალდამოკიდებულ პირებს და ნარკომანიას კვლავ ძალისმიერი მეთოდებით ებრძვიან, პრევენციის ნაცვლად ახდენენ მის ლოკალიზებას და იზოლირებას საზოგადოებისაგან. შესაბამისად, ნარკომანიის აღმოფხვრას სახელმწიფო დაახლოებით იმავე პრინციპით ცდილობს, როგორიც ექიმს აქვს განგრენის შემთხვევაშიუნდა მოკვეთოს მტევანი, რათა ინფექცია იქნეს ლოკალიზებული და მთელ ხელზე არ განვითარდეს. ასეთი დამოკიდებულებით სახელმწიფო ფაქტობრივად უგულებელყოფს საკუთარ ვალდებულებას - ადამიანის კონსტიტუციით აღიარებული ჯანმრთელობის დაცვის უფლებას და გარანტიას საზოგადოებისგან იზოლირების გარეშე.


ნარკომანია, როგორც სოციალური სტიგმა, იმაზე მეტ დეფინიციას მოითხოვს, ვიდრე ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო ახდენს მასების ცნობიერებაში. ასეთი შეგონებით, “ნარკომანისსინონიმი ერთმნიშვნელოვნადდამნაშავეადაკრიმინალი” (პოლონეთსა და ჩეხეთში ნარკომანები სასჯელს იხდიან იმ მიზეზით, რომ ზოგი მათგანი დანაშაულის ჩადენის დროს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ზოგი კი დანაშაულს ნარკოტიკის შესაძენად სჩადიოდა. საქართველოში კი ასეთი პატიმრები თითქმის არ არიან). შესაბამისად, საზოგადოებას, რომელსაც გამუდმებით აწვდიან ამ კლიშეს მას-მედიის მეშვეობით, უყალიბდება წამალდამოკიდებულ პირისადმი უარყოფითი და მტრული დამოკიდებულება. არადა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2006 წელს ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, გამოკითხულ რესპონდენტთა 80 პროცენტზე მეტს ნარკომანია დაავადებად მიაჩნდა. აქ ერთი ნონსენსია - საქართველოს კანონმდებლობითწამალდამოკიდებულება მძიმე ქრონიკული დაავადებაა, დამოკიდებულების მქონე ადამიანი კიავადმყოფი.” თუმცა საქართველოში არსებული და ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსების მიხედვითნებისმიერი ადამიანი, რომელიც სამედიცინო დანიშნულების გარეშე შეიძენს, შეინახავს, გადაიტანს ან მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს, სამართალდამრღვევად ან/და დამნაშავედ ითვლება”.


ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი დებულებები საღად მოაზროვნე ადამიანში პროტესტის გრძნობას მაინც გამოიწვევდა, მაგრამ ჩვენს საზოგადოებას საინფორმაციო ვაკუუმში ამყოფებენ; ხშირ შემთხვევაში მან თავისი კანონიერი უფლებების შესახებაც კი არაფერი იცის, რომ აღარაფერი ვთქვათ სისხლის სამართლის კოდექსზე, რომლის ესა თუ ის მუხლი გაეროს კონვენციებს არღვევს.


ლიბერალურ პრინციპებზე დაფუძნებულ დემოკრატიულ ქვეყანაში ნარკომანიასთან ბრძოლა მხოლოდ ხისტი პოლიტიკით და რეპრესიული მეთოდებით თითქმის წარმოუდგენელია. სტატისტიკის საფუძველზე უნდა აღინიშნოს, რომ .. ხისტი პოლიტიკის მომხრე ქვეყნებში, ნარკოტიკების მოხმარებასა და გავრცელებაზე დაწესებული მკაცრი კონტროლის მიუხედავად, ყოველწლიურად დანაშაულის რაოდენობა 2-3% იზრდება. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელი ვერ იქნება ნარკომანიის დაძლევის პანაცეა; ზოგადეროვნული იდეა უნდა იყოს ნარკოტიკებთან და არა წამალდამოკიდებულებთან ბრძოლა. წამალდამოკიდებული კი არ უნდა ისჯებოდეს, უნდა ინკურნებოდეს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც საზოგადოების 80 პროცენტი უმუშევრობის შემდეგ ყველაზე დიდ პრობლემად ნარკომანიას ასახელებს. ნარკომანია იყო და რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, ვინაიდან მიმდინარეობს ერის თანმიმდევრული, ხელუვნური გენოციდი და გენოფონდის განადგურება.


წამალდამოკიდებულთა მიმართ საზოგადოებრივი დამოკიდებულება არაერთგვაროვანიათუკი ნარკორეალიზატორის მიმართ მას ცალსახად ნეგატიური დამოკიდებულება გააჩნია დასიკვდილის ვაჭარი”, გარკვეულწილად, სოციალური სტიგმაა, ნარკომანიით დაავადებული პირების სოციალური თუ მორალურ-ზნეობრივი სტატუსი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამისათვის აუცილებელია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატაროს საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევა, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ანტინარკოტიკული სტრატეგიის ჩამოყალიბებაში. კვლევის ძირითადი მიზანი უნდა იყოს წამალდამოკიდებულთა მიმართ საზოგადოებრივი დამოკიდებულების, ზოგადად მისი აზრის შესწავლა და ანალიზის შედეგად პრიორიტეტების დასახვა. საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიზნად უნდა ისახავდეს ნარკომანიის პრობლემის იდენტიფიკაციასა და განსაზღვრას. მაგალითად, როგორც დანაშაულის (შესაბამისად, პრობლემის აღმოფხვრა შსს-ოს პრეროგატივაა და ის უნდა ეფუძნებოდეს .. ხისტ პოლიტიკას, რეპრესიულ მეთოდებს), ცოდვის (შესაბამისად, პრობლემის აღმოფხვრა უნდა მოხდეს ეკლესიის თანამონაწილეობით), დაავადების (შესაბამისად, წამალდამოკიდებულებზე ზრუნვა ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა); ეს უკანასკნელი წამალდამოკიდებულთა მიმართ საზოგადოების ლოიალური დამოკიდებულების ჩამოყალიბების რეალურ საფუძველს ქმნის. მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი სწორი მიდგომის, მათ შორის საინფორმაციო პოლიტიკის ჩამოყალიბება და ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ სოციალური უკმაყოფილების შემცირება.


სახელმწიფოს ანტინარკოტიკული სტრატეგიის, ანტინაკროტიკული პროპაგანდის მიზანი უნდა გახდეს საზოგადოებაში ნარკომანიით დაავადებული სეგმენტის მიმართ უარყოფითი მუხტის ცვლა და ნარკომანის სტატუსის კორექცია, არა როგორც დამნაშავის, არამედ დაავადებულის, რაც საზოგადოებაში ინდიფერენტულობის მუხტის ნეიტრალიზაციასაც გულისხმობს. ჩვენ კი იმას უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები - საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ამრიგად, ზოგადად საზოგადოების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისათვის, პირველ ყოვლისა, უნდა ვიზრუნოთ ნარკოტიკების მომხმარებელთა ჯანმრთელობაზეც. მათი იზოლაციით ვითარება არ შეიცვლება. ასეთი მიდგომა დაულაგებელ ოთახში ნივთების ლოგინის ქვეშ შეყრას ჰგავს.…


საზოგადოებაში ნარკომანიით დაავადებული სეგმენტის მიმართ დამოკიდებულების კორექცია და ნარკომანის სტატუსის ცვლა (დაავადებული და არა დამნაშავე) აუცილებელია. გასაგებია, რომნარკომანიგაცილებით დაბალ სოციალურ საფეხურზე დგას და ეს სტიგმა წამალდამოკიდებულის წინაშე გადაულახავ ბარიერს აღმართავს. ნარკომანიით დაავადებული კი, ფაქტობრივად, .. ფსიქოლოგიურ იმპოტენციას განიცდის და ნარკოტიკზე დამოკიდებულების გამო არაქმედუნარიანია, მისი სტატუსი უპერსპექტივოა, მისი მომავალიხანმოკლე და განსაზღვრული. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ნარკომანია დროთა განმავლობაში შეძენილი ფზიქო-ფიზიკური დეფექტია, ნაკლია და არა თანდაყოლილი მანკი. შესაბამისად, უნდა მოხდეს თავად დაავადებულშიც იმ აზრის განმტკიცება, რომშეძენილიშეიძლებადროებითისსინონიმი იყოს. ამ პროცესში ჩვენ, ჟურნალისტებს დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება. ჟურნალისტები ხშირად არ აცნობიერებენ იმ ძალას, რომელსაც რეალურად ფლობენ. განსაკუთრებით ბეჭდური მედიის წარმომადგენლები, რომელთაც თემის განვრცობის გაცილებით მეტი დრო და საშუალება აქვთ.


საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის გარკვეული ორიენტირების მიცემა, ინფორმაციის აღქმის ვექტორის მითითება ჟურნალისტს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. ამიტომ აუდიტორიასთან საკომუნიკაციო ფორმისა და მეტყველების შერჩევა ჩვენგან მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვსუნდა დაიწყოს ტერმინოლოგიის კორექცია, რომელსაც ხშირად ვიყენებთ და რომელიც წამალდამოკიდებულ პირთა დისკრიმინაციას ახდენს. ანტინარკოტიკულ პროპაგანდაში ჩვენი როლი დიდია, მით უფრო, რომ საინფორმაციო მასალების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია არაჯანსაღი სტერეოტიპის დამკვიდრება, რომელიც ნაწილობრივ უნდა აქვეითებდეს რისკ-ჯგუფებში ნარკოტიკებისადმი ლტოლვას და ხშირ შემთხვევაში ახდენდეს მათ დისტანცირებასაც კი; შეგვიძლია წამალდამოკიდებულის დემოტივირება, ან ამ პროცესის ხელშეწყობა. ყოველ შემთხვევაში, ვეცადოთ, რომ ისედაც ტრამვირებული, “ნაიარევიადამიანი ენითაც არ დავკოდოთ.


სტატია გამოქვეყნებულია 2008 წელს, გაზეთ "რეზონანსში"