მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ არკადი მამონტოვს ძალიან მძაფრი და საჭირო ფილმისთვის Трафик - трагедию зовут Коаксил (ტრაფიკი - ტრაგედიას ეწოდება კოაკსილი), რომელიც რუსეთში სამედიცინო პრეპარატი "კოაკსილის" ყიდვა-გაყიდვასა და მის მოხმარებას ეხება, ხოლო ეძღვნება ყველა იმ ახალგაზრდას, რომლებიც ამ პრეპარატის მოხმარების შედეგად დაიღუპა. ქალაქ სურგუტის სასაფლაოს 30%-ს სწორედ ეს ახალგაზრდები იკავებენ.
მადლობას ვუხდი კიდევ იმიტომ, რომ დროისა და ხარჯის ეკონომია გაგვიკეთა. გადამეტების გარეშე, არგუმენტებითა და ფაქტებით შეგვიძლია თამამად ვთქვათ ის, რომ საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში ანალოგიური სიტუაციაა და მამონტოვის ფილმისთვის მხოლოდ ქართული სუბტიტრების დადება თუ იქნება საჭირო. მადლობა იმისთვის, რომ ფილმში არ მიდის "ნარკომანების" საწინააღმდეგო კამპანია, არ ჟღერს ამ კამპანიის შესაბამისი მესიჯები. ფილმში აკრიტიკებენ სისტემას და სააფთიაქო ბიზნესს, რომელსაც სახელმწიფო პოლიტიკამ და კანონმდებლობამ ხელი გაუხსნა და რომელიც დღედაღამ გასცემს სიკვდილს რეცეპტით თუ ურეცეპტოდ.
მამონტოვის ფილმში ნათლად ჩანს, რომ ქალაქ მოსკოვის ერთ-ერთ აფთიაქში ერთი თვის განმავლობაში რეცეპტით მხოლოდ ერთხელ იქნა შეძენილი კოაკსილი. მაშინ, როდესაც ყველაზე პატარა აფთიაქიც კი თვეში რეცეპტის გარეშე, დაახლოებით, 300 ათას დოლარის კოაკსილს ყიდის წამალდამოკიდებულებზე.
საინტერესოა, რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში? ქართულ სააფთიაქო ბიზნესში? საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე? როდის უნდა მოწესრიგდეს სამედიცინო ბაზარი, რომელიც დღეს საბანკო სექტორივით მუშაობს და რომლის ესა თუ ის აფთიაქი ბანკის ფილიალს გაგონებს - მთავარია შემოსავალი!
ჩვენთან უკვე აქტიურად მოიხმარენ კოაკსილს (მას ხანდახან კოაქსინს, ან კოაქსილს უწოდებენ), მაგრამ არავინ ფიქრობს იმ უკუჩვენებებზე, რომელიც გარდაუვალია! ეს ჩემთან საუბრისას ჩემმა მეგობარმა, ნარკოლოგმა ზურა სიხარულიძემაც არაერთხელ აღნიშნა: "თქვენ ვერცკი წარმოიდგენთ თუ როგორი დამოკიდებულება შეიძლება ქონდეს ამ პრეპარატს და ყველა ის ვიდეორგოლი, რომელშიც ასახულია კოაკსილის მოხმარების უკუჩვენებები - მხოლოდ დასაწყისია. საშინელი დასასრულის დასაწყისი, რომელიც გარდაუვალია კოაკსილის ხანგრძლივი მოხმარების შედეგად."
უნგრეთის სამოქალაქო თავისუფლების კავშირმა გადაიღო ფილმი საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის მდგომარეობაზე. ფილმის სათაურია "ალტერნატივის ძიებაში" და მისი ნახვა შეგიძლიათ შემდეგ მბულებზე:
საზოგადოებაშინარკომანიითდაავადებულისეგმენტისმიმართდამოკიდებულებისკორექციადანარკომანისსტატუსისცვლა (დაავადებულიდაარადამნაშავე) აუცილებელია. გასაგებია, რომ “ნარკომანი” გაცილებითდაბალსოციალურსაფეხურზედგასდაესსტიგმაწამალდამოკიდებულისწინაშეგადაულახავბარიერსაღმართავს. ნარკომანიითდაავადებული კი, ფაქტობრივად, ე.წ. ფსიქოლოგიურიმპოტენციასგანიცდისდანარკოტიკზედამოკიდებულებისგამოარაქმედუნარიანია, მისისტატუსიუპერსპექტივოა, მისიმომავალი – ხანმოკლედაგანსაზღვრული. მაგრამ, მიუხედავადამისა, საზოგადოებამუნდაგააცნობიეროს, რომნარკომანიადროთაგანმავლობაშიშეძენილიფზიქო-ფიზიკურიდეფექტია, ნაკლიადაარათანდაყოლილიმანკი. შესაბამისად, უნდამოხდესთავადდაავადებულშიციმაზრისგანმტკიცება, რომ ”შეძენილი” შეიძლება ”დროებითის” სინონიმიიყოს. ამპროცესშიჩვენ, ჟურნალისტებსდიდიპასუხისმგებლობაგვეკისრება. ჟურნალისტებიხშირადარაცნობიერებენიმძალას, რომელსაცრეალურადფლობენ. განსაკუთრებითბეჭდურიმედიისწარმომადგენლები, რომელთაცთემისგანვრცობისგაცილებითმეტიდროდასაშუალებააქვთ.
პროფესიით კინოკრიტიკოსი, გიორგი კალატოზიშვილი 13 წელია ჟურნალისტიკის სფეროში მოღვაწეობს და 1998 წლიდან დღემდე სხვადასხვა ტიპის ჟურნალ-გაზეთთან თანამშრომლობს. მათ შორის, თავის დროზე მუშაობდა "მთავარი გაზეთისა" და გაზეთ "24 საათის" კულტურული ქრონიკის, ხოლო 2007 წლიდან ამ უკანასკნელის დამატების, გაზეთი "24 საათი - აფხაზეთის" პოლიტიკურ მიმოხილველად. 2005 წლიდან პროფესიული საქმიანობა დაუკავშირა PR-ის სფეროს და ორი წლის განმავლობაში ასრულებდა უმცროსი კონსულტანტისა და მედია-მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობებს საკონსულტაციო მომსახურების კომპანიაში "ეისითი ფიარი" („ეისითი კვლევა“). ამჟამად მოღვაწეობს როგორც ჟურნალისტი და მიწვეული ფიარ სპეციალისტი. არის კომპანია ”ეისითი კვლევის” პიარისა და კომუნიკაციების მენეჯერი.